სასწავლო საგანი
|
ქართული
ენა და ლიტერატურა
|
კლასი
|
მეხუთე
|
მოსწავლეთა რაოდენობა
|
14
|
მეცადინეობის ფორმა
|
ინდივიდუალური.ჯგუფური.
|
გაკვეთილის თემა
|
ვაჟა-ფშაველა,,შვლის ნუკრის
ნაამბობი’’ და ფელიქს ზალტენი,,ბემბი’’ შემაჯამებელი გაკვეთილი
|
მიზნები
|
1.ტექსტის მოსმენის და მომზადების
სტრატეგიების დაუფლება.
2.საკუთარი აზრის გადმოცემა და დასაბუთების უნარის განვითარება.
3.გაბმული მეტყველების უნარის განვითარება.
4.კითხვებზე ადეკვატური პასუხის გაცემის უნარის განვითარება.
5.ენობრივ მასალაზე დაკვირვება.
|
ე.ს გ-ით გათვალისწინებული
წლის ბოლოს მისაღწევი შედეგები
ინდიკატორები
|
ქართ.V.1.მოსწავლეს აქვს ასაკის შესაფერისი სირთულის ტექსტის მოსმენის
და ინტერპრეტაციის საწყისი უნარი.
ქართ.V.4.მოსწავლეს აქვს ლიტერატურული ნაწარმოების ესთეტიკური შეფასების
საწყისი უნარი.
ქართ.V. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა ხასიათის სტრუქტურული და ენობრივი
თავისებურებების ამოცნობა.
ქართ.V.1ისმენს ერთი და იმავე თემაზე შექმნილ ლიტერატურულ ტექსტებს და
პოულობს მსგავსება-განსხვავებას მათ შორის.
ქართ.V.4მონაწილეობს ლიტერატურული ნაწარმოების შესახებ გამართულ დისკუსიაში,გამოხატავს
თავის დამოკიდებულებას ამა თუ იმ პერსონაჟის მიმართ.
.ასახელებს სხვადასხვა
თვალსაზრისით მისთვის საინტერესო ადგილებს ტექსტიდან.
ქართ.V.5ქმნის ან მოიძიებს მასალას თემის ირგვლივ.
ქართ.V.9.ავლებს პარალელს თემატურად მსგავს ნაწარმოებთან.
|
გაკვეთილის
მსვლელობა
|
აქტივობა I- კლასის ორგანიზება.პროვოცირება
5წთ
გონებრივი იერიში
რა ვიცით ვაჟა-ფშაველას და ფელიქს ზალტენის შესახებ.
![]() ![]()
ვაჟას
შენ ბევრს ეძებდი,ბედთან ჭიდილში,
დაუმარცხებლად ჯიქურ იარე,
მთელ სამყაროში ჩაუქრობელად,
შენი ლექსების ცეცხლი ბრიალებს.
ცად პოეზიის რაშით დაჰქრიხარ,
ხან ლუხუმი ხარ, ხანაც
ჯოყოლა,
დიადი ხარ და გიადვილდება,
შვლის ნუკრის ამბის
ღმერთთან მოყოლა.
შენ დაჭრილ არწივს და ქეთელაურს,
მინდიას, ლელას, ბახტრიონს ელი,
მთის ფერდობიდან ღობეზე მოჩანს,
დაუმარცხებელ მუცალის ხელი.
რა სიტყვა უნდა მოვაძებნინო
ენას, რუსთველის
გვერდით მავალო,
შენ შეგეხედოს
დიდი ხარ, დიდი,
რითმავ კაზმულო,
კაცო ალალო.
აქტივობა II-წაკითხულის გააზრება,,მკითხველის
თეატრი’’-17წ
თხრობისას ყურადღება მახვილდება:
1)ფაქტების ლოგიკური თანმიმდევრობით გადმოცემაზე.
2)თხრობისას დროთა თანმიმდევრობის დაცვაზე.
3)სიტყვის ნაწილაკების მართებულად ხმარებაზე.
4)მწერლისეული ლექსიკის გამოყენებაზე.
ვენის დიაგრამის გამოყენებით
შვლის ნუკრის და ბემბის დახასიათება.მოხდება მოსწავლეთა ნამუშევრების პრეზენტაცია
აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით.
აქტივობა
III-დისკუსია-10წთ
თემა,,ტყე
შეუნახე შვილებსა’’.
აქტივობა
IV-სლაიდ
შოუ -3წთ
აქტივობა
V -ენობრივ მასალაზე დაკვირვება-7წთ
ბავშვებს
მიცემული ჰქონდათ დავალება მოეძებნათ ტექსტში სინონიმების, ანტონიმების, სამეტყველო
ეტიკეტის მაგალითები. რა სახელით მოიხსენიებან ირმები ადამიანს, მოხდება მწერლის
ენაზე დაკვირვება.
აქტივობა-VI
გაკვეთილის შეჯამება-შეფასება-3წთ
მოსწავლეებთან
ერთად ვაჯამებ გაკვეთილს, რაიმეს თქმა ხომ არ სურდა ვინმეს თემის ირგვლივ,ბავშვებს
ვაძლევ მათთვის საინტერესო კითხვების დასმის საშუალებას.
საშინაო დავალება-,,მოსწავლის
რვეული’’, დავალება#5
შეფასებისას
ყურადღებას ვამახვილებ შემდეგ კრიტერიუმებზე:
1)ორგანიზებულობა,მასალის
ფლობა-40%
2)მსჯელობა,აქტიურობა,
კითხვებზე ადეკვატური პასუხის გაცემა35%
3)პრეზენტაცია,საკუთარი
აზრის დასაბუთება25%
|
შეფასების რუბრიკა
ზეპირმეტყველება
|
კრიტერიუმი
|
დაბალი 1-4
|
საშუალო 5-6
|
საშუალოზე
მაღალი 7-8
|
მაღალი
9-10
|
|
ისმენს ერთსა დაიმავე თემაზე შექმნილ ტექსტებს და პოულობს მსგავსება-განსხვავებას
მათ შორის
|
უჭირს ყურადღების მობილიზება,ვერ პოულობს რაიმე კავშირს ტექსტებს შორის
|
ისმენს ტექსტს, მაგრამ უჭირს დამოუკიდებლად
დაუკავშიროს ერთმანეთს მსგავსი ტექსტები
|
ნაწილობრივ
აკავშირებს
ერთმანეთთან
მსგავსი
ტექსტებიდან
საკითხებს
|
თანმიმდევრობით
აკავშირებს ერთსა და იმავე თემაზე შექმნილ ტესტებში მსგავსება-განსხვავებას.
|
|
ამზადებს ზეპირ გამოსვლას: დამოუკიდებლად დაამუშავებს თემის ერთ-ერთ ნაწილს.
|
უჭირს დამოუკიდებლად მითითებული მონაკვეთის დამუშავება და გადმოცემა.
|
ზეპირად გადმოცემს თემის გარკვეულ
ნაწილს ,მაგრამ უჭირს დამოუკიდებლად დამუშავება.
|
არასრულყოფილად ამზადებს თემის
ერთ-ერთ ნაწილს ზეპირი გამოსვლისათვის.
|
სრულყოფილად ამზადებს ზეპირ გამოსვლას და დამოუკიდებლად ამუშავებს მითითებულ
თემას.
|
|
მართებულად შეარჩევს ბრუნვის ფორმებს კონტექსტური მნიშვნელობების გამოსახატავად;
|
მეტყველების დროს გამართულად ვერ იყენებს ბრუნვის ფორმებს.
|
ზოგ შემთხვევაში არასწორად იყენებს ბრუნვის ფორმებს.
|
მართებულად არჩევს ბრუნვის ფორმებს , თუმ,ცა ზოგჯერ შეცდომებს უშვებს.
|
მართებულად იყენებს ბრუნვის ფორმებს ყოველთვის კონტექსტური მნიშვნელობების
გამოსახატად.
|
|
ასახელებს სხვადასხვა თვალსაზრისით მისთვის საინტერესო ადგილებს ტექსტიდან.
|
ვერ ასახელებს ამა თუ იმ თვალსაზრისით
მისთვის საინტერესო ადგილებს ტექსტიდან
|
ასახელებს გარკვეულ ადგილებს ტექსტიდან, თუმცა უჭირს მითითებული ადგილების
სწორად დასახელება.
|
დასაბუთების გარეშე ასახელებს სხვადასხვა თვალსაზრისით მისთვის საინტერესო
ადგილებს ტექსტიდან.
|
ზუსტად და გარკვევით ასახელებს და ასაბუთებს მისთვის საინტერესო ადგილებს
ტექსტიდან.
|
|
ყურადღებით ისმენს ამა თუ იმ აზრს და ალაგებს გამოთქმულ მოსაზრებებს გარკვეული პრინციპით
|
ვერ ახდენს ყურადღების მობილიზებას აზრის მოსასმენად და მოსაზრების გამოსათქმელად.
|
ისმენს ამა თუ იმ აზრს, თუმცა უჭირს მოსაზრებების გამართულად გამოთქმა.
|
გამოთქვამს მოსაზრებებს, მაგრამ გარკვეული პრინციპებით გამართულად ვერ
ალაგებს.
|
ისმენს აზრს და ალაგებს გამოთქმულ
მოსაზრებებს გარკვეული პრინციპით.
|
პრეზენტაცია
ფოტოგალერეა:










No comments:
Post a Comment